TIBF 2017: ნორვეგია

25/05/2017 -
Expo Georgia Tbilisi

თბილისის წიგნის XIX საერთაშორისო ფესტივალის ფოკუს ქვეყანა ნორვეგია იყო. ნორვეგიამ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმრის სტატუსით 2019 წელს ისარგებლა და 2018 წელს აღნიშნული სტატუსი იმ წლის საპატიო სტუმარი ქვეყნის – საქართველოსგან ჩაიბარა.

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ლიტერატურული ფონდი NORLA და ოთხი ნორვეგიელი მწერალი 2017 წელს თბილისის წიგნის XIX საერთაშორისო ფესტივალის სპეციალური სტუმრები იყვნენ: NORLA - 1978 წელს დაარსდა და ნორვეგიის კულტურის სამინისტროს მიერ ფინანსდება. NORLA-ს მთარგმნელობითი სუბსიდიები მიზნად ნორვეგიული მხატვრული ლიტერატურისა და დოკუმენტური პროზის სათარგმნად უცხოელი გამომცემლების მოზიდვას ისახავს. 2004 წლიდან დღემდე მისი უშუალო მონაწილეობით 4250 ნორვეგიული წიგნი 65-ზე მეტ ენაზე ითარგმნა. საქართველოში ფონდს უფროსი მრჩეველი დინა როლ-ჰანსენი წარმოადგენს, რომელიც NORLA-ში ათ წელზე მეტია მუშაობს.

თბილისის წიგნის XIX საერთაშორისო ფესტივალის სპეციალური სტუმრები იყვნენ ნორვეგიელი მწერლები: როსკვა კორიცინსკი, ნილს ჰენრიკ სმითი, სიმენ ეკერნი და სიგბიორნ მოსტიუ. 2017 წლის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა მწერალთა სახლში, სადაც ფესტივალის საპატიო სტუმრებმა შემდეგ თემებზე ისაუბრეს:

სიმენ ეკერნი - "ბრძოლა ევროპის სულისთვის - მემარჯვენე ფრთის პოპულიზმის აღზევება და მომავალი"

როსკვა კორიცინსკი - "მოთხრობა და სხვა უცნობები, რომლებიც მიყვარდება"

სიგბიორნ მოსტიუ - "ნორვეგიული მითების რევიტალიზაცია ნორვეგიულ ფენტეზიში"

ნილს ჰენრიკ სმითი - "დაგ სოლსტადი და ნორვეგიული ლიტერატურა."